“მორიგი სპეკულაციები” – იზორია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარისადმი გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოსა და არჩეული თავმჯდომარის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ოპონენტების პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ მთავრობაში.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგიამ თავად მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ვინ უნდა აერჩია.

“ეს არის მორიგი სპეკულაციები და ბუნებრივია, არჩევნები ტარდებოდა იმ პროცედურების დაცვით, რასაც კანონი ითვალისწინებს. პლენუმმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღიარება. ასე რომ ამაში სპეკულაციების საფუძველს ნუღარ ვეძებთ,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არ არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდსა და მარნეულში ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : თავაძის არჩევა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში