„მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან, არანაირი ბიუჯეტი არ შემცირებულა” – კახა კალაძე უფასო სასადილოებზე

კახი კალაძე უფასო სასადილოების დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. თბილისის მერი “ნაციონალურ მოძრაობას” სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მენიუ არ იცვლება, ცალკეულ შემთხვევებში თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის კლება კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების სიიაფემ გამოიწვია.

კახი კალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 16 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოიყოფა დამატებითი თანხები.

„ეს არის სპეკულაცია, მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან. არანაირი ბიუჯეტი არ შემცირებულა, 16 მილიონ 500 ათასი არის სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად უფასო სასადილოებისთვის. ის, რომ კონკურენცია იყო და კონკურსი ჩატარდა, აბა რა ვქნათ 3 ლარი იყოს და არ იყოს კონკურენცია კომპანიებს შორის? ეს კონკურენციის შედეგად მიღებულია. ყოველთვიურ რეჟიმში იქნება დაკვირვება, თუ რაიმე პრობლემა იქნება კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება დახმარება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაცია შემცირებული დაფინანსების შესახებ გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა. ლარი და 18 თეთრის ნაცვლად, რამდენიმე რაიონში ბენეფიციარის კვება ერთი თეთრით იაფდება, გლდანში კი, ღირებულება ლარი და 13-მდე ჩამოდის.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაშესაძლო გარიგებების და კორუფციის ფაქტები – “გამჭვირვალობა” პარტიების დაფინანსების კვლევას წარადგენს