“მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით”

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს

“მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით” – ასე აფასებს სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიომასალას, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

ჩხარტიშვილი განცხადებაში წერს, რომ არ შეწყვეტს სასამართლოში დავას „რუსთავი 2-ის“, ნიკა გვარამიას, „იბერიას“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.

„ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზა ფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია.“ ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს,“ მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა,“ რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან, ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწყვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდაო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ტელეკომპანიებში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად,“- წერია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი – 8%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიამიქსევა ხდება ადამიანების – მესამე სექტორი ჟურნალისტებზე თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან ღია ზეწოლის გაგრძელებად აფასებს