მორიგი საკანდალური დოკუმენტი-ფაქტი საქართველოს ეკლესიაში არსებული მამათმავალი სასულიერო პირების შესახებ

ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, ამჟამინდელმა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გაიარა სამედიცინო (პროქტოლოგიური) ექსპერტიზა უკანა ტანის არეში, ვინაიდან მას ბრალი ედებოდა მამათმავლობაში. დოკუმენტში მოხსენიებულ ინიციალებში თ. ჯ. იგულისხმება თენგიზ ჯაფარიძე (მიტროპოლიტ ანანიას საერო სახელი და გვარი).
მართალია, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ “უკანა ტანის არეში გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირისთვის /მამათმავლობისთვის/ დამახასიათებელი რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ”, თუმცა საინტერესოა არა ათეისტური ხელისუფლების ოფიციალური ორგანოს მიერ ოფიციალურ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, არამედ თავად დოკუმენტით დადასტურებული ფაქტი, რომ მიტროპოლიტ ანანიას შეუმოწმდა უკანა ტანი და დღესაც უკანალშემოწმებული მიტროპოლიტი ანანია საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. მან ხელი მოაწერა კიდევაც მიტროპოლიტ პეტრესთვის (ცაავა) მღვდელმოქმედების აკრძალვას.

ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, თუ რა ათწლეულობით ჩამოყალიბებულ ცოდვისმიერ, ყოვლადგარყვნილ სისტემას დაუპირისპირდა მიტროპოლიტი პეტრე. ამ ეტაპზე, სასულიერო იერარქთაგან, მხოლოდ მეუფე პეტრე ამხელს ამ სულის შემძვრელ უზნეობას ჩვენს ეკლესიაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ეკლესიის წევრი ქრისტიანი, სასულიერო პირი თუ ერისკაცი, რომელიც არ ებრძვის და არ ამხელს ამ საშინელ უზნეობას, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიის მტერია.
აქვე დავსძენთ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს წმიდა სინოდს რომ ბოლომდე მოესმინა მეუფე პეტრესთვის, არ გახდებოდა საჭირო ამ დოკუმენტაციის საჯაროდ გამოტანა, თუმცა, სხვა გზა აღარ დარჩა, რათა საზოგადოებამ გაიგოს რეალობა.

მე არ ვარ მტერი ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის. პირიქით, ძალიან მიყვარს ისინი და ყოველივე ამას გულისტკივილით ვამხელ, რათა გამოსწორების გზები დაისახოს და გაიწმინდოს საქართველოს უძველესი ეკლესია მამათმავალთა ლობისაგან, რომელმაც თავისი გაძლიერება 1977 წლიდან დაიწყო და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება.

P.S. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) არის ისტორიის დოქტორი, პროფესორი და იკვლევს საქართველოს ეკლესიის ისტორიას, რომლის შესახებ გამოცემული აქვს ნაშრომები. მისი გამოკვლეული და გამოქვეყნებული საქართველოს ეკლესიის ისტორია რამდენად ობიექტური და ჭეშმარიტი იქნება, რთული გამოსაცნობი არაა.

(ამ მძიმე ფაქტებისა და არასასიამოვნო ლექსიკის გამო შენდობას ვითხოვ. ეს ნამდვილად არაა ჩემი თვითმიზანი, არამედ საქართველოს ეკლესიის თანამედროვე უმძიმესი ყოფის გამოსწორების შვილობრივი სურვილითაა ნაკარნახევი).

ანდერძი: თუ რამე მომწიეს ქელეხზე “წმინდა” სინოდის სადღეგრძელო თქვით

 

ავტორი: მათე ჯღარკავა

banner
წინა სტატიაშისოდომია თუ ღალატი – რომელია უფრო დიდი ცოდვა?
შემდეგი სტატიასუს-ი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება, თითქოს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გახსნეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაცია