მორიგი ქეიფი კომენდანტის დროს – “ოცნების” დეპუტატის და, მეგობრებთან ერთად, “დაინიგ რუმსში”

მორიგი ქეიფი შერჩევითი კომენდანტის საათის დროს: ამჯერად რესტრორან “დაინინგ რუმსში” “ოცნების” დეპუტატის და, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, თუმცა, რესტორანში ეს ფაქტი არ დაადასტურეს და მოქეიფეები გვერდითა შესასვლელიდან გააპარეს მას შემდეგ, რაც იქ “მთავარის” გადამღები ჯგუფი გამოჩნდა.

რესტორნის მფლობელმა განაცხადა, რომ დაწესებულება ორ თვეზე მეტია, მხოლოდ გამოძახებაზე მუშაობს, მაგრამ გადამღები ჯგუფის იქ ყოფნის მანძილზე არცერთი კურიერი არ გამოჩენილა.

რესტორანში რომ წვეულებას ნამდვილად აღნიშნავდნენ და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგაც არ დაშლილან, ამის ამსახველი ვიდეო მასალა თავად სტუმრებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში, რომელიც მოგვიანებით წაშალეს.

banner
წინა სტატიაშიდაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად