მორიგი მოლაპარაკება დახურულ რეჟიმში : ხელისუფლებამ ოპოზიას 110/40-ზე პროპორცია შესთავაზა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ თანხმდებიან

ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 – მაჟორიტარულით. ინფორმაცია მედიას ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიაწოდა.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში შედგება. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია პროპორციული მისწრაფების გათვალისწინება მაქსიმალურად. რა არის ეს? რომ 40%-ზე ნაკლები ვისაც აქვს მხარდაჭერა, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. ამას არავინ ეთანხმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს,”- განაცხადა ვაშაძემ.

ამ დრომდე ხელისუფლებას ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობდა.

banner
წინა სტატიაშიდედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასისხლიანი დაპირისპირება ქობულეთში – დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა