მორიგი მასშტაბური ტერაქტის ავღანეთში

ავღანური მედია იუწყება, რომ  ჰელმანდის პროვინციაში ბომბით დატვირთული ავტომობილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ჰელმანდის გუბერნიის პრესმდივნის ომარ ზუვაკის განცხადებით თვითმკვლელმა თავდამსხმელმა პროვინციის ცენტრში სტადიონის მახლობლად ბომბით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა, რა დროსაც ასევე 40 ადამიანიც დაშავდა.

თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც სტადიონზე, რომელზეც ჭიდაობა იმართებოდა და მისი დასრულების შემდეგ გულშემატკივრები საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ. თავდასხმა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: კომუნისტებსა და მოღალატეებს სწავლის უფლებას არ მივცემთ 
შემდეგი სტატიაზუგდიდიდან ივანიშილისთვის ხის გადატანამ ელექტროგადამცემი ბოძები და საგზაო ნიშნები დააზიანა