მორიგი ყაჩაღობა მარტვილში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 12:53

მორიგი ყაჩაღობა მარტვილში

წუხელ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნალეფსაოში სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა გურამ გაბეშიას სახლს. წაღებულია ფული. გურამ გაბეშია, როგორც მეზობლები აცხადებენ, სოფელში მარტო ცხოვრობს და საკუთარი შრომით ირჩენს თავს. ადგილობრივთა თქმით, ბოროტმოქმედებმა გაბეშიას 30 ათასი ლარი მოსთხოვეს. დიდი მუქარის შემდეგ ყაჩაღებმა მხოლოდ ასი ლარის წაიღება შესძლეს.

 

გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ბერდია კალანდია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics