მორიგი გატაცება გორის სოფლიდან- ოკუპანტებმა 29 წლის მამაკაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს.

29 წლის ილია თაყაძე მსხვილფეხა პირუტყვის სამწყემსად გუშინ წავიდა და მას შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა, არსებული ინფორმაციით ის უკვე ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ბრალდება სავარაუდოდ ამჯერადაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადააკვეთაა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილ სამხედროს დღეს ნინოწმინდაში დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირების გადამზადებას იწყებს