{Video} მორიგი დარღვევა და საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტება ამჯერად მარტვილში

მორიგი დარღვევა და საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტება ამჯერად მარტვილში. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბ „ვეღარ გააყალბებ“ თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საქმიანობის კორელაცია და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება გრძელდება.
„ამჯერად, ჩვენ გვაქვს მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მაგალითი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ობიექტური კრიტერიუმები არ დაადგინა.
დღეს, პრაქტიკულად, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბები ცდილობენ საოლქო საარჩევნო კომისიების კვოტით დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი კონკეტული ჩანაწერები, სადაც ადამიანები აღნიშნავენ, რომ სწორედ ქართული ცონების საარჩევნო შტაბიდან დაურეკეს მათ და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე განცხადების შეტანა დაავალეს.
ასევე, გვაქვს ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ განცხადებების შეტანა კანონის დარღვევით ხდება. ანუ, კონკრეტული პირის ნაცვლად განცხადება შეაქვს გამგებლის რწმუნებულს, ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სულ მცირე, საოლქო კომისიებისათვის მოთხოვნა უნდა დაადგინოს, რომლის მიხედვითაც საოლქო კომისიის წევრების ობიექტური შერჩევა მოხდება, რათა შემდგომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად.“

https://www.youtube.com/watch?v=LjqAIGMxtuk

https://www.youtube.com/watch?v=znysIAxdCbM

https://youtu.be/M7GIyxyU0_w

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირები
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა კლინიკა დატოვეს