მორგოშია – არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს

“არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. – კოკა მორგოშია სუს-ის ფაილების მიხედვით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

საუბარია კახა კალაძის მხრიდან მისთვის მშენებლობის უკანონო ნებართვების გაცემასა და 300 000 დოლარით დახმარებაზე.

“არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. თუ ავთენტური არაა, საუბარს აზრი არ აქვს, თუ ავთენტურია, რაში დასჭირდა ბრეგაძეს ეს ტყუილი მე ვერ ვხვდები. მას უნდა ჰკითხოთ. თუ ბრეგაძე დაადასტურებს, რომ ეს მისი საუბარია, ჩემი სურვილია გაასაჯაროოს დოკუმენტები. არანაირ ნებართვაზე კალაძესთან არ მიმართავს. ბიზნესში ვარ და ხან რას ვაშენებ, ხან რას ვაშენებ კალაძესთან არაფერ კავშირშია”,- ამბობს კონსტანტინე მორგოშია.

banner
წინა სტატიაშიჯანაშია ზურაბიშვილს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებაზე სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებები გაასაჯაროოს
შემდეგი სტატიაშაქარიშვილი – ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე