მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს გვამია, წაღება არავის სურს – დნეპრის მერის მოადგილე

უკრაინის ქალაქ დნეპრის მერის მოადგილე მიხაილო ლისენკო ამბობს, რომ ქალაქის მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს ნეშტია. Deutsche Welle წერს, რომ უკრაინულ ტელევიზიაში საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ რუსი დედები მივლენ და მათ შვილების ცხედრებს წაიღებენ.

“ახლა დნეპრის მორგებში 1 500-ზე მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცია, რომელთა წაღება არავის სურს”, – თქვა ლისენკომ და დასძინა, რომ არ სურს გვამების კრემაცია ან დაკრძალვა მასობრივ საფლავებში.

რუსეთმა აპირლის დასაწყისში აღიარა, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მარტის ბოლოს რუსეთი აცხადებდა, რომ მხოლოდ 1 351 ჯარისკაცი ჰყავდა მკვდარი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელ კოლეგასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალურმა პროკურორმა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო