მორგები სავსეა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით, გარკვეულ უბნებში გვამები ქუჩებში რჩება – დენისოვა

რაშისტული არმია ლუგანსკის რეგიონს მარიუპოლად აქცევს – ქალაქები და სოფლები ყოველდღიურად მძიმე დაბომბვის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
მისი თქმით, სევეროდონეცკის და გორსკის გარეუბნები დაბომბეს ფოსფორის ბომბებით.

რუბეჟნოეში დაბომბვის შედეგად მთელი საცხოვრებელი უბანი დაიწვა. სევეროდონეცკში სამედიცინო დაწესებულების შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ოთხშაბათს სოფელ ჩერკასში ოკუპანტების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად შვიდი მოქალაქე დაშავდა. რაკეტამ, ასევე, დააზიანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქებში მორგები სავსეა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გვამებით. ყველა სასაფლაო გარეუბანშია, დაბომბვის გამო მათი გამოყენება შეუძლებელია. გარდაცვლილთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია.

ლისიჩანსკში მოეწყო ახალი სამარხი. მიცვალებულებს მასობრივ საფლავებში ასაფლავებენ.

დენისოვას თქმით, პოპასნაიასა და რუბეჟნოეში რთული ვითარებაა. რუსების მიერ ქალაქების ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, ცხედრების გაყვანა შეუძლებელია, მოსახლეობა გარდაცვლილებს საცხოვრებელ ეზოებში კრძალავენ.

დაბომბვის გამო, გარკვეულ უბნებში გვამები ქუჩებში რჩება. სადაც არის დაშვება, ცხედრები გროვდება და კრძალავენ სასაფლაოებზე.

banner
წინა სტატიაშიგთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად – მედვედჩუკის მეუღლე ზელენსკის მიმართავს
შემდეგი სტატიასტრასბურგისთვის ეს ანგარიში გადამწყვეტი თუ არა, უმაღლესი მნიშვნელობის იქნება – ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს სახდეპის ანგარიში გააცნო