მორავეცკი – ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში – პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა

ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში – პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ „ტვიტერის“ გვერდზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაწერა.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ.

„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში“,- განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში „ვივამედის“ ექიმების ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისკენ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა დღეს აღდგება