მორალური და ფაქტობრივი უპირატესობაც საქართველოს მხარეზეა ცალსახად, შესაბამისად, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ – კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, დღეს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენის გამოტანას ეხმაურება.
კალოიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან ფაქტები და ქართული პოზიცია ამ საქმეში საკმაოდ ძლიერია.
კალოიანის თქმით, ამ საქმეში, როგორც მორალური, ისე ფაქტობრივი უპირატესობა საქართველოს მხარეზეა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, სარჩელი სახელმწიფომ შეიტანა ჯერ კიდევ 2008 წელს, 2012-2013 წლებში, ქართული ოცნების ხელისუფლება არ იყო აქტიური და არ იყო მიზანმიმართულად გამარჯვებაზე ორიენტირებული, თუმცა ფაქტები და ქართული პოზიცია იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება მიღებული საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებაში.
მორალური და ფაქტობრივი უპირატესობაც საქართველოს მხარეზეა ცალსახად, ქართული სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ფაქტები არის უტყუარი და მყარი, შესაბამისად, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიასამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა