მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე – გიგი უგულავა სასამართლოში მივიდა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ოპოზიციის წევრები იმყოფებიან. ადგილზე მივიდა გიგი უგულავაც. მისი განცხადებით, ის გაეცნო საქმეს, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი და მასში “სასაცილოდ წარმოუდგენელი რაღაცეები” წერია.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა ადგილზე არსებული ყველა ლიდერის პარალიზება, განეიტრალება გააკეთოს იმიტომ, რომ დაინახა ერთი რამ, რომ სინერგიის შემთხვევაში ის წააგებს არჩევნებს და დათმობს მორალურ უპირატესობას. მე ვნახე ის საქმე, რომელიც მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი. სასაცილოა იქ რაც წერია. წარმოუდგენელი რაღაცა. მთელი საქმე აგებულია სამი პოლიციელის და ორი ვითომ ჟურნალისტის ჩვენებაზე. აქედან ეს ჟურნალისტი იძახის, რომ მე ვარ უმუშევარი და მეგობარს წავყევი აქციაზე სამუშაოთი. შემდეგ ათას რაღაცას ჰყვება რომ თათბირი იყო და ვარდების რევოლუცია დაიგეგმა და მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე შემეტყობინებინა… პატაკია ჩვეულებრივი, სუს-ის აგენტის პატაკი წერია იქ. მაშინ როდესაც ყველაფერი პირდაპირ ეთერში მიდიოდა. მთელმა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. იქ თან ისეა გაკეთებული რომ როგორც გინდა ისე გააკეთებ. გინდა რომ მელია დაიჭირო, მელიას დაიჭერ. გინდა რომ აგერ პროფესორი რატიანი დაიჭირო, პროფესორ რატიანს დაიჭერენ… ნებისმეირს მოკლედ. მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე და თავისი საბჭოთა საზიზღარი კოლექტიური სახე წარმოაჩინა ქართული ოცნების უმრავლესობამ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ მინისტრის საგანგებო განცხადება – ბახტაძე მედიას შეხვდება
შემდეგი სტატიასოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს