მორაგბეების ადვოკატი: რაიმე დანაშაულში მონაწილეობას ისინი არ ადასტურებენ

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში მონაწილე მორაგბეების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი გამორიცხავენ, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომებს რკინის ნივთები ჰქონდათ.

„მონაწილეობას რაიმე დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ისინი არ ეთანხმებიან. ამირხანაშვილმა პირველი ჩვენებისას, თუ სწორად ვიცი, უარყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან რაიმე სახის დაპირისპირება. ასევე უარყო, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“, – განაცხადა მახარაძისა და გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: ენმ ისანში გიორგი ვაშაძეს ყველა თავისი რესურსით მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებაში შეიტანონ განცდა, თითქოს ამერიკა მინიშნებას იძლევა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის