მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

region
: region მაისი 30, 2019 17:34

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი გათავისუფლებას ითხოვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა.

region
: region მაისი 30, 2019 17:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics