“მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალიც ზეგ წყდება…”- გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

მოქმედი პრეზიდენტი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ქალბატონი ნინო გვენეტაძის წარდგენაზე- წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და “რუსთავი 2”-ის საქმეს ეხმაურება, რომლის განხილვაც უზენაესმა სასამართლომ, 2 მარტს ჩანიშნა:

“ზეგ რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ზეგ გაირკვევა, განვითარდება ქვეყანა მშვიდად, თუ შევა კრიზისულ ფაზაში. ზეგ მოხდება ბევრი ადამიანის ლუსტრაცია.
ზეგ გამოჩნდება, ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი თუ მარიონეტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალიც ზეგ წყდება. ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ქალბატონი ნინო გვენეტაძის წარდგენაზე, რომლის წარსული სამოსამართლეო საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.
ზეგ ბევრი რამ წყდება!” წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიანორა კვიციანის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა