მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად სინოდის 9 წევრი საპატრიარქო არჩევნებს ავტომატურად ეთიშება
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად, საპატრიარქო კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს მღვდელმთავარი რომლიც ასაკით არის არა ნაკლებ 40 წლისა და არა უმეტეს 70 წლისა. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი IV, §2, მუხლი დ.)
მოქმედ სინოდში ყველა მღვდელმთავარი ასაკით 40 წელს აღემატება, მაგრამ სინოდის შემადგენლობაში შედიან 9 მღვდელმთავარი, რომლებიც არიან 70 წლის ან აღემატებიან ამ ასაკს.
იმ შემთხვევაში თუ სინოდი გადაწყვეტს მართვა-გამგეობის დებულების შეცვლას, მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად მხოლოდ სინოდს ამის უფლება არ აქვს, ამისთვის საჭიროა მოწვეული იყოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი III, §2, მუხლი 2)
მღვდელმთავრები რომლებიც მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებით ვერ დასახელდებიან საპატრიარქო კანდიდატებად:

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) – 77 წლის
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) – 76 წლის
ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) – 72 წლის
წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) – 75 წლის
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) – 86 წლის
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) – 79 წლის
გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა) – 72 წლის
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) – 75 წლის
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი














