მოქალაქის კუთვნილი ოქროს ნივთის მისაკუთრებისთვის დაცვის პოლიციის ინსექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიMastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და 2%-იანი ქეშბექი – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
შემდეგი სტატია38 წლის კაცი თევზაობდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია სოფელ დიმში