მოქალაქის კოვიდ-სტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა – ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შექმნილია სპეციალური “Covid Pass” აპლიკაცია, რომელიც QR კოდის მეშვეობით ადგენს მოქალაქის კოვიდსტატუსს.

მისი თქმით, ე.წ. მწვანე ზონების დანერგვის მიზნით, აპლიკაციაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ბოლო 72 საათის განმავლობაში)
სწრაფი ტესტის უარყოფითი სტატუსი (24 საათის განმავლობაში)
ვაქცინაციის სრული ორი დოზის ჩატარების შესახებ
კოვიდის გადატანის თარიღი (ბოლო 6 თვის განმავლობაში)
როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ორგანიზაციებში აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა. ფერაძის თქმით, აპლიკაციის გამოყენება მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: დაწყებული ბრძოლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია
შემდეგი სტატიამდინარაძე – სააკაშვილმა 37-ედ დააანონსა ჩამოსვლა