მოქალაქეთა ჯგუფი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვით მივიდა

მოქალაქეთა ჯგუფი თბილსში, პარლამენტის შენობასთან კარვით მივიდა. ისინი პარლამენტის შენობის წინ კარავგადაფარებული სხედან. როგორ აქცია-პერფორმანსის მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ამ აქციით მხარდაჭერას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ, რადგან ის სწორედ კარვის გამო დააკავეს.

მათივე თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ ვინაიდან კარავს ჯოხები არ აქვს, პრობლემას არ შეუქმნიან. მისივე თქმით, კარვის გაშლა არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რომელსაც არ უნდა ებრძოდნენ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

აქციას შეუერთდა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: სისტემა ყარს, FREE ZAZA, შემდეგი იქნები შენ და ა.შ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება როგორც ზაზა სარალიძესთან ერთად, ისე მის გარეშეც. მანვე საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთნ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს 22-25 ოქტომბერს თითქმის 1.5 მილიონი ლარი შესწირეს