21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის” წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის” წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის” პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეებსა და ქვეყნის ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„29 სექტემბერს გაიმართა „მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის” წვერების ნოდარ ხარშილაძის, პაატა დავითაიას, თეონა აქუბარდიას, ნიკოლოზ ვაშაკიძის, გიორგი რუხაძის, გიორგი მელაშვილის და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებთან და საელჩოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს „ანტი-ანექსიური პლატფორმის” გეგმებზე, მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეებზე, ქვეყნის ევროპული კურსის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის” წევრებმა მადლობა გადაუხადეს გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა