20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ უყურებენ, ეს მძიმე სოციალურ შედეგებამდე მივა”- კახა კახიშვილი

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულების საგანგაშო ცვლილებაზე საუბრობს. მისი თქმით, სხვადასხვა მაკონტროლებელ ორგანოში კანონის აღსრულება ხშირად აგრესიასა და ადამიანების დამცირებაში გადადის.

„შესამჩნევი გახდა, რომ საბაჟოზე, საგადასახადოში ან სხვა უწყებებში ადამიანებს უკვე არა როგორც მოქალაქეს, არამედ როგორც პოტენციურ დამნაშავეს უყურებენ. კანონის აღსრულება არ უნდა გადადიოდეს აგრესიაში, დამცირებაში ან ადამიანის მიმართ უპატივცემულობაში“, — წერს ყოფილი მინისტრი.

კახიშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გაღიზიანება მმართველი გუნდის წინააღმდეგ შემობრუნდება.

„როდესაც მოქალაქე ყოველდღიურად გრძნობს ზედმეტ ზეწოლას და დაუსრულებელ სანქციებს, ეს გაღიზიანება გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის, მმართველი ძალისა და ქვეყნის მართვის მიდგომის მიმართ.

ისტორია გვაჩვენებს, რომ სოციალური პროტესტი ხშირად იწყება არა მხოლოდ ეკონომიკური სირთულეებით, არამედ უსამართლობის განცდითა და ადამიანის ღირსების შელახვით. გაღიზიანება, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება, საბოლოოდ ყოველთვის მძიმე სოციალურ შედეგებამდე მიდის“, — აცხადებს კახა კახიშვილი.

banner
წინა სტატიაში“არ აშენებულა არცერთი მუნიციპალური პარკინგი”- გიორგი სიორიძე კახა კალაძეს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს
შემდეგი სტატიაყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა