მოქალაქემ შენდობის მიზნით გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა

ქალაქ გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში ხელყუბარა იპოვეს. ხელყუმბარასთან ერთად ხატების ოთახის გვერდით წერილიც ნახეს.

წერილში მოქალაქე შენდობას ითხოვს. შინაარსის მიხედვით, იგი ღმერთს მიმართავს, რომ შეუნდოს ცოდვები, რაც ცხოვრების განმავლობაში ჩაუდენია.

ორივე ნივთი სტიქაროსანმა დღეს დილით იპოვა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.

 

წყარო : qartli.ge

banner
წინა სტატიაშიSocial Impact Award – პროგრამის გახსნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს