„მოქალაქეებს უნდა უთხრან, რა საკანონდმებლო აქტები მიიღეს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად- გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“

„ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ვუსმენდით კიდევ ერთხელ პრემიერ ღარიბაშვილსა და სხვებს, დიდი პაუზის შემდეგ მათ რამდენიმე დღის წინ, როგორ იქნა ამოღერღეს რომ არ დაუშვებენ საქართველო იქცეს სანქციების გვერდის ავლის წყაროდ ანუ შავ ხვრელად. იქამდე ამასაც კი არ იძახდნენ ფორმალურად, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის. გარდა იმისა, რომ მათ ნულოვანი ნდობა აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი მოქალაქეებისაც, ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად. რას გულსხმობენ, თუ არ მიიღებენ კანონქვემდებარე აქტებს, რითაც უნდა იხელმღვანელოს ხელისუფლებამ რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა, რაზე დაყრდნობით ზღუდავენ ამას?! პარტნიორებმა იციან ყველაფერიო, ჩვენ მოქალაქეებსაც უთხრან რა ნაბიჯებს დგამენ? კანონს მიღმა ნაბიჯებს დგამენ? მაგას გულისხმობენ? ვის სჯერა ეს ამ რეჟიმისგან, რომ კანონსაწინააღდმეგო ნაბიჯებს დგამენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ეს კითხვა ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დაისვას: სად არის და რა საკანონდმებლო აქტები მიიღეს სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად.“ – გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლებას არ აქვს ნება შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება, შესაბამისად მხოლოდ ევროკავშირის კითხვარის შევსება სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია„მოქალაქეებს უნდა უთხრან, რა საკანონდმებლო აქტები მიიღეს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად- გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“