მოქალაქეებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმა კვლავ შეეძლებათ

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 19:50

მოქალაქეებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმა კვლავ შეეძლებათ

მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე – https://bit.ly/38RCtfJ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

„იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, ოთხივე თვეზე.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ“,- აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 19:50