მოქალაქეებს არ აინტერესებთ თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე, ისინი შველას ითხოვენ – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ პლენარული სესიის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა დღეს მოსახლეობას არ აინტერესებს თუ რას იტყვიან პოლიტიკოსები ერთმანეთს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენის მიზნით ლუკმა პურის შოვნაა

“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ცინიზმის, დაცინვების, რაღაც სარკაზმის დრო მგონი რომ არ გვაქვს. პარლამენტი არ არის სარკასტული დაპირისპირების ადგილი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს გვიყურებენ ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე. ქართული პოლიტიკა იქცა ელიტისტური თემების განხილვის საგნად და არსად არ სჩანს ადამიანი. დღეს უამრავ მშიერ ადამიანს საქართველოში აინტერესებს, როდის დაპურდება და როდის იქნება ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ეკონომიკა განვითარდება. დღეს უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს, როდის ექნება სამუშაო ადგილი, დღეს საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ, როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. დღეს ჩვენს მოსახლეობას უმრავლესობისგან და ოპოზიციისგანაც აინტერესებს, როდის დადგება დრო როდესაც ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს მოქალაქე, ადამიანი რომელიც არის უმძიმეს ვითარებაში და არა პოლიტიკური კინკლაობა, ანგარიშსწორება და დაპირისპირება” – გიორგი ვაშაძე

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში2 სპილოსა და 3 სპლიყვის მოგზაურობა ჩინეთში
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტში არგუმენტირებული პასუხებისა და მწარე სიმართლის მოსმენა მოუწევთ