მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ივანიშვილისა და კობახიძის ფოტოები დაწვეს

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ფოტოები დაწვეს.

პერფორმანსი თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშით დაძრული მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე კვლავ გადაიკეტა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პროტესტის 365 დღესაც მოქალაქეები ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან
შემდეგი სტატიარა ხდება ამ წუთებში “რუსთაველის გამზირზე?!”