მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ

ბიზნესის მფარველობა და თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება – „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბიზნესს მფარველობენ.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, არსებობენ თუ არა მაღალ თანამდებობაზე ისეთი პირები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს?” გამოკითხულ პირთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

დიახ – 59%;

არა – 14%;

არ ვიცი- 28%.

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ.

კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 69 % გასცა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საქმეების გამოძიება, როგორიც ია კერზაიას საქმეა