“მოქალაქეების ტოტალური კონტროლი”- მესამე სექტორი სუს-ის ახალ კანონპროექტზე

უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო სექტორი აკრიტიკებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას განცხადებით, ოდეერის ინსტიტუტი თავისი შინაარსით, მოქალაქეთა ტოტალურ კონტროლს ემსახურება.

„ნამდვილად კარგად ვიცით რას ნიშნავს ოდეერის ინსტიტუტი, ეს სხვა არაფერია თუ არა ამ ინსტიტუტის ისევ გაცოცხლება. ეს არისქი, რომელიც არის ძალიან დიდი რისკის შემცველი, რომელსაც არაფერი აქვს სინამდვილეში საერთო ძლიერ და ანგარიშვალდებულ უსაფრთხოების სამსახურთან. მას საერთო აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ინტერესთან, ტოტალურად გაკონტროლებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები,“ – განაცხადა ლიკა საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დარეგისტრირებული სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, აღმასარულებელი ხელისუფლების ორგანოებში, სხვადასხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, სუს-ის თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა სამსახურის გაუმჟღავნებლად ექნებათ.

ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შედის. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს, თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა

banner
წინა სტატიაშიდაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
შემდეგი სტატია„ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად“- კარლ ერიავეცი