მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ენმ-ს ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული – პრემიერი

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ შსს-ს უნდა გამოეყენებინა ძალა, როცა მიდიოდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბახტაძის თქმით, 20 ივნისის ღამეს მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენა.

„მე მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, ჩვენ ვიხილეთ სურათი, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სრულიად სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი, ვართ სოლიდარულები ამ პროტესტის მიმართ იქნა გამოყენებული პროვოკაციული მიზნებისთვის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ. ეს არის სურათი, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა. თქვენ ახსენეთ კრიზისი, ეს სიტუაცია იყო კრიზისული, თქვენ თუ გსურთ, მიიღო შეფასება, რა არის მართლა კრიზისული და კატასტროფა სახელმწიფოსთვის, ეს იქნებოდა ის, რომ მომხდარიყო მათ მიერ ჩაფიქრებული სცენარის რეალიზაცია და ქვეყანა გაეხვიათ ისეთ ქაოსში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში გვქონდა ორჯერ, რომელიც მას ისეთი ტკივილი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ დღემდე მისი შედეგების მნახველი ვართ თითოეული ჩვენგანი. ეს არის კონკრეტული მოცემულობა და შეფასება, კითხვა მაქვს თქვენთან. რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს და კონკრეტულად შსს-ს, რომელიც პასუხისმგებელია კონსტიტუციის დაცვაზე. თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხართ? რა უნდა გაეკეთებინათ, რაც გააკეთეთ ადრე? რომელმაც სრული კოლაფსი გამოიწვია. თქვენი პასუხიც არის – არა, მათ უნდა დაეცვათ ე.ი. კონსტიტუცია. ის, რომ ძალა გამოყენებული, რომელიც იყო, იყო ლეგიტიმური, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ამაზე უკვე კონკრეტული შეფასებები და დასკვნები არსებობს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადამეტებული ძალა, პრემიერი პასუხობს, რომ დიახ და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

„რომელიმე ცალკე აღებულმა სამართალდამცველმა გამოიყენა თუ არა გადამეტებული ძალა, ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, დიახ, გპასუხობთ, ასეთი შემთხვევით იყო და მიმდინარეობს გამოძიება. მე ვპირდები საზოგადოებას, ჩვენ მთელ გუნდთან ერთად ჩვენ აუცილებლად მივაწვდით კონკრეტულ სურათს, სადაც არსებობს კითხვის ნიშანი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მოვისმინეთ მისი პირდაპირ მოწოდებები და ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს – პრემიერი
შემდეგი სტატიავერ ვხედავ ამ რისკს, რომ მტკიცებულებები განადგურდეს – პრემიერი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე