“მოქალაქეების დაშინებით გამოყვანა “ოცნების” მხრიდან შეურაცხყოფაა”, – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციას.
“ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” მხრიდან ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც გამოჰყავთ ძალით, დაშინებით, შანტაჟით და აყენებენ ამდენ ადამიანს რთულ მდგომარეობაში. ეს კონტრაქცია სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დააპირისპირონ საზოგადოებრივი ჯგუფები, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაპირისპირება და პროვოკაცია თავიდან ავირიდოთ”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.