უკრაინის სამხედროვალდებულ მოქალაქეებს, რომლებმაც საომარი მდგომარეობის დროს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, პასუხისგება ელოდებათ, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ, აგრძელებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობებს, თუმცა, ბოლო დროს, ასეთი მცდელობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. ასეთი პირები ქვეყნიდან გასვლას პროცედურების დარღვევით ცდილობენ, მაგალითად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.
„თუ ვინმე უკანონოდ გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს, მომავალში, როცა დაბრუნდება, პასუხისგებაში მიეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირმა ჩაიდინა ასეთი დარღვევა, ის შემდგომში პასუხისმგებლობას აიცილებს უკრაინის კანონის შესაბამისად”, – განაცხადა დემჩენკომ.