მოქალაქეები მარკირების გარეშე: „კომისიის წევრის თქმით, ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდით“

ქვემო ქართლში, ბოლნისის №40 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მარკირების გარეშე დაუშვეს. როგორც დამკვირვებელი იუწყება, კომისიის წევრი განმარტავს, რომ „ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდით“.

„მე–40 უბანი მარკირების გარეშე უშვებს ამომრჩევლებს. კომისიის წევრი ადასტურებს და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტულ ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდის. ამავე უბანზე დარღვევებით მიდის პროცედურები, კაბინა ფანჯარასთან დგას და იქიდან აჩვენებენ ვინ შემოხაზეს. ასევე კაბინებს შორის არის გასასვლელი რაც სურათზეც ჩანს. თავმჯდომარე არ იბარებს საჩივრებს,ამიტომ საჩივარს დავწერთ ოლქში“,– იუწყება დამკვირვებელი.

banner
წინა სტატიაში“მერე შენ თავს დააბრალე,ხომ გაგაფრთხილეთ”-ვინ დაურეკა სანდრო ბრეგაძეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება