10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

მოქალაქეები ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ

ადგილობრივები ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქციაც გამართეს.

მოსახლეობის თქმით, 16 წელია ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.

„ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ, რაც არის რესპირატორული და ალერგიული პრობლემების გამომწვევი და საბოლოოდ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე მივყავართ. სასწრაფო, რომ მოდის ან ჩვენ მივდივართ კლინიკაში გვეუბნებიან ისეთ ადგილას ცხოვრობთ რატომ გიკვირთ თქვენ შვილს ყოველ წუთს კრუპი რომ ემართებაო. თვითონ კახა კალაძეც გვეუბნება, „მე ვთქვი, რომ ტერიტორია უნდა ვიპოვოო და როდის გითხარით ნაგავსაყრელს გადავიტანო?“ სიტყვებში გვეთამაშება და სამი წელი მოგვიგო ამასობაში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, ბოლო წლებში ალერგიული პრობლემები დაეწყო მისი საცხოვრებელი გარემოს გამო.

„შვიდი საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. ვერც სარეცხს გაფენ, ისევ გასარეცხი ხდება. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.

banner
წინა სტატიაშირეზო კიკნაძე: ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა
შემდეგი სტატიაგორში ,,ენერგო პრო ჯორჯიას” მანქანა გაქურდეს