მოქალაქეები ხვალ Eagle Hills-ის ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებენ

აქცია ე.წ. არაბული ქალაქების წინააღმდეგ – მოქალაქეები კომპანია Eagle Hills-ის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე, Eagle Hills-ის ოფისთან, ხვალ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები იმ ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის სანაცვლოდაც არაბულმა კომპანიამ აჭარასა და თბილისში ჰექტრობით მიწა მიიღო.

3 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე ვიკრიბებით არაბული კომპანიის ოფისთან, რომელიც აშენებს ორ არაბულ ქალაქს, კინო რუსთაველის ყოფილი შენობის წინ და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ბევრი, რადგან უკვე ჩვენი დასაცავია ამ ქვეყანაში გამჭვირვალობა, ჩვენი დასაცავია ის რომ ამ ქვეყანაში ქართული სამუშაო ძალა არ ნაცვლდებოდეს. ერთად უნდა ვუთხრათ უარი ამ არაბულ ქალაქებს და ამ გასაიდუმლოებულ, გაუგებარ პროექტს,” – ამბობს ვადო მაჭავარიანი.

მოქალაქეების თქმით, გადაწყდა რომ აქცია Eagle Hills-ის ოფისთან გაიმართებოდა, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა გაიგონ, რომ ქვეყანა მხოლოდ ოლიგარქს არ ეკუთვნის და არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია.

შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ეს აქცია გაიმართოს ინვესტორის ოფისთან იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ თვითონ ინვესტორმაც უნდა იცოდეს, ეს ქვეყანა არ ეკუთვნის მხოლოდ ოლიგარქს და აქ არიან ადამიანები და საზოგადოება, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია და არავის უკითხავს არაფერი ამ ხალხისთვის.

მათ შორის, რეჟიმს უნდა ვუთხრათ, რომ არაფერი არ უნდა გადაწყდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ ამ საკითხზე არ არსებობდეს ქართველი ხალხის ნება და დღე ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია ამ პროექტის მსგავსი სახით განხორციელების,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

banner
წინა სტატიაშითიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
შემდეგი სტატიაკომპანია სავანელმა გორში ხეხილის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია