“მოქალაქეები აქციის დაკავებულ მონაწილეებს ეძებენ”- რას ამბობენ შსს-ში

შინაგან სამეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ახმოვანებს ზუსტ რიცხვს, რამდენი ადამნიანია დაკავებული გუშინ, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს.

დღეს დილიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეძებენ აქციის მონაწილეებს. ისინი ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არ იციან, რომელ განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვით.

„აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც