მოქალაქე საპატრულო პოლიციის ორ ავტომობილს და ქვეით პატრულს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, ქვეით პატრულს ავტომობილი შეეჯახა

ავტომაგისტრალზე მოქალაქე, რომელიც „ვოლვოს“ მარკის ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ჯერ საპატრულო პოლიციის 2 მანქანას, შემდეგ კი, ქვეითად მყოფ სამართალდამცავს დაეჯახა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშირა ხდება ჭალეში-ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა განახლებული 5-ლარიანი წარადგინა