მოქალაქე, რომელმაც კობახიძეს “მონა და მოღალატე” დაუძახა, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა

მოქალაქე, ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ კობახიძესა და “ოცნების” სხვა ლიდერებს “მონები, მოღალატეები და გამყიდველები” უწოდა, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 6 ივნისს ბათუმში მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ხათუნა ბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

“ბათუმელები”

banner
წინა სტატიაშითიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ივანიშვილის ფრჩხილის ფასად არ ღირს არც ერთი ოპოზიციონერი