მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მან სცემა. მისივე მტკიცებით, არსად დამალვას არ აპირებს.

გუგეშაშვილს პოსტზე მონიშნული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – წლის ბოლომდე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირს სრული საფუძველი ჰქონდეს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში