მოქალაქე ია გაბუნია ამბობს, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოქალაქე ია გაბუნია ამბობს, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის მომხდარს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს

“მაღაზიიდან ვბრუნდებოდი სახლში ორივე ხელი დაკავებული მქონდა მეჭირა პარკები. იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, მხედველობის პრობლემა მაქვს, სახეებს ვერ ვარჩევ, თუმცა ეცვათ შავი ჰუდები, კაპიუშონი ჰქონდათ წამოხურული.

საიდან გაჩნდა ორი ადამიანი არ ვიცი, ერთმა უკნიდან მხრებში წამავლო და ცდილობდა წავექციე, გავუსხლტი ხელიდან და შევვარდი სადარბაზოში. ყვირილი ავტეხე და ვეძახდი დედაჩემს, რომ დედა გამომხედე.

ჩემი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ბოლო ორი თვეა მხოლოდ აქციებია და სავარაუდოდ ამის ბრალია. ჩემთან იყო აგრესიული ზარები ასევე, დედაჩემის ნომერზე ხორციელდებოდა ზარები, ჩემს ტელეფონზეც კითხულობდნენ ჩემს შვილებს”, – ამბობს აქტივისტი ია გაბუნია მთავარ არხთან.

მანამდე გაბუნიამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაზიანებების ფოტო გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო ადასტურებს, რომ ილია მეორეს მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო