,,მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესიდან არავითარი პირადი ინტერესები არ გამაჩნია”

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე – ის პროცესი რომ ჩემგან მართული არ ყოფილიყო, ყველაფერი ასე ლამაზად ვერ დაჯდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი, რის გამოც აქვს პრეტენზია, რომ ადამიანებს არჩევანის გაანალიზებაში დაეხმაროს, არის ის, რომ არავითარი პირადი ინტერესი არ აქვს.

”თუ გაიხსენებთ ჩემს განცხადებას, არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს. არ მაქვს თანამდებობრივი ამბიცია და ეს ჩემი ქმედებით დავასაბუთე. არ მაქვს ბიზნესი საქართველოში. პირადული ინტერესი სირცხვილი არ არის, მაგრამ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესიდან და პოლიტიკური პროცესებიდან მომავალში არავითარი პირადი ინტერესები არ გამაჩნია, ამით მინდა ფასი მივცე და ფასი მოვუმატო ჩემს პოზიციას. მთავარი მიზანი არის ჩემი ქვეყანა – საოცრად მიყვარს, ისე როგორც თქვენ და ქართველებს. მე როგორც მოქალაქეს, მაქვს პასუხისმგებლობის განცდა იმისა, რომ რაც შემიძლია ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე, მხოლოდ ის, რომ ჩვენი საერთო ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც, ჩემს შვილებსაც და ყველას თანაბარი ცხოვრების პირობები ჰქონდეს და ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირადი ინტერესი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიამკვლელობა ზუგდიდის რაიონში