მოპედის დაჯახების შედეგად ქვეითი მოტეხილობებით და სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

ავტოავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. 44 წლის მამაკაცი, რომელსაც მოპედი დაეჯახა, ღია მოტეხილობებით, თავის არეში ჭრილობებით და სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, მოპედი ჯერ ტროტუარზე არსებულ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი იქვე მდგომ ქვეითს. მათი განცხადებით,, მოპედის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიაში გაემგზავრება
შემდეგი სტატიაშსს კომენტარს აკეთებს: ,,მამა გაბრიელ კახელიშვილმა პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა”