“მოპარული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა წარმოუდგენელია”

მოპარული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მეორე ტურში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ შესაძლო მონაწილეობის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„მოვისმინე იაგოს განცხადება. გასათვალისწინებელია პროცესები, რომელიც მიდის საოლქო საარჩევნო კომისიებში. არც ერთ საჩივარს არ აკმაყოფილებენ, არც ერთ საჩივარზე არ არის ფორმალური განხილვა მაინც, „ქართული ოცნებიდან“ დანიშნული წევრები მაინც ყველაფერზე წევენ ხელს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უბანი უნდა გადაითვალოს როგორ გადავთვალოთ ის პროცენტი, რომელიც არის მაგალითად, ნაკლები ბიულეტენებით დატრიალებული ე.წ. კარუსელი, მაგრამ არც უბნის გადათვლას და არც უბნის გაბათილებას და არც ხმების გაბათილებას, არც საჩივრის განხილვას, საერთოდ არავითარ პერსპექტივაში არაფერს არ განიხილავენ. ერთპიროვნულად, სრულად ამორალურად იღებენ „ქართული ოცნების“ შტაბის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს, ეს ხდება ისანში, საბურთალოზე, ვაკეში ყველგან, ერთი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი: არეულობის მცდელობისას ლარის კურსის რეაგირება არ უნდა გაგვიკვირდეს