მონტენეგროში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ დაიწყო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, თავდამსხმელმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მფლობელის ორი შვილი მოკლა.
დაღუპულია თავდამსხმელიც – 45 წლის მამაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა.
მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.