მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ პირველად ეწვევა

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, ხვალ ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვევა.

მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური სადილი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ ” ქართული ოცნების” საჩივარი არ განიხილა