მონტენეგროს პრემიერი – საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს ქვეყანა ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება

საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს ქვეყანა ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება, – ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დრიტან აბაზოვიჩის თქმით, მონტენეგრო დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

„მიზანი მიღწეული უნდა იქნეს დიპლომატიით, ერთად დასხდომით, მეგობრებთან საუბრით, კარგი ენერგიის გაზიარებით და გამოსავალზე ფიქრით, ალბათ იქნებ უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს ამას, მაგრამ უკეთეს შედეგებს მოიტანს. სწორად ამით მინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანაც დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი მიზანიც ნათელია, რომ ჩვენ გავხდეთ პირველი ახალი წევრი ევროკავშირისა და ამ კუთხით ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც ასევე გააჩნია სხვა ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, როგორიცაა საქართველო, ასევე სხვა ქვეყნებსაც და მიგვაჩნია რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი.

ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და თუ რომელ კლუბში უნდა შესვლა, მაგრამ პრობლემა არ უნდა შეუქმნას სხვას და ეს არის მთავარი პრინციპი.

ეკონომიკის კონტექსტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მონტენეგრო 2023 წელს მიაღწევს 4.9%-იან ზრდას, რაც არის საუკეთესო შედეგი, ეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე აქვს ეს გერმანიას, საფრანგეთს იტალიას ან სხვა ქვეყნებს. ძალიან რთული იქნება ამის შენარჩუნება მომავალი წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ნაკლები ვისაუბროთ წარსულზე და უფრო მეტი ვისაუბროთ მომავალზე და თუ ჩვენ ამ გზას ასე გავყვებით, მემგონი წარმატებას მივაღწევთ.

ყურადღება უნდა გადავიტანო ცოტა უფრო დიდ პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც ასევე ძალიან ცნობილი იყო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში და აქედან კიდევ ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმ თემებზე, რომლებიც უფრო და უკიდურესად მნიშვნელოვანია გლობალური მსოფლიოსთვის. ჩვენ ციფრულ გადაწყვეტებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, რომ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, იმისთვის, რომ ჩვენი სისტემები კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს, იმისთვის რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება უფრო ეფექტური, იმისთვის რომ მოვშალოთ ბარიერები რაც წინ უდგას ბიზენესებს და ასევე იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტური გავხადოთ. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც გარდაუვალი იქნება.

ამ წარმატებას ვუსურვებ ყველა სხვა ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ ღონისძიებას და ასევე საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აი ასე შეგვიძლია ჩვენ პრობლემების გადაჭრა, – აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს და უნგრეთს საერთო მეზობელი ჰყავთ, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ვისურვებდით, ყველა კომუნიკაციის არხი ღია იყოს – ორბანი
შემდეგი სტატიაისრაელი აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სარაკეტო იერიშებზე იყო პასუხისმგებელი