„მონებო“, „რუსებო“, „დიპლომი ყაველაშვილს – ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში შესვლა

„მონებო“, „რუსებო“ – ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში შესვლა.

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ისინი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შედიან, სადაც პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის წინ დილიდან შეიკრიბნენ, ამ დროისთვის 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს.

ისმის შეძახილები „დიპლომი ყაველაშვილს“.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც განათლება და დიპლომი არ აქვს, ქვეყნის შეურაცხყოფაა.

 

banner
წინა სტატიაშინაირა გელაშვილი: უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდებზე ხელი აღმართა პირადად, ამას მათ ვერასოდეს ვაპატიებ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა